Oratori.ge - ორატორული ხელოვნების აკადემია

ქართული კულტურის მდიდარ საგანძურს ამშვენებს თვითმყოფადი კლასიკური მჭევრმეტყველება. სულიერი შემოქმედების სხვა სფეროებთან ერთად ქართველ ხალხს შეუქმნია და შემოუნახავს საჯარო მეტყველების დიადი საუნჯე. უხსოვარი დროიდან მომდინარე კაზმული სიტყვა, მოღწეული ჩვენამდე უამრავი ზეპირი და წერილობითი ძეგლით, წარმოადგენს ჩვენი წარსულის ფასდაუდებელ მემკვიდრეობას. ამ ეროვნული მემკვიდრეობის ერთი მხარე ზეპირსიტყვიერებაა, მეორე- მწერლობა. ორივე მხარე უხვად შეიცავს მჭევრმეტყველებას: ზეპირსიტყვიერებაში დაცულია ხალხური მჭევრმეტყველება, მწეროლობაში - კლაისიკური მჭევრმეტყველება. ისინი წარმოადგენენ ერის უკვდავ სულიერ მონაპოვარს, რომლის წარმოშობა-განვითარებისა და გავრცელება-დამკვიდრების მეცნიერული დადგენით ნათელი ეფინება ქართული ორატორული ხელოვნების ისტორიულ გზას.