Oratori.ge - ორატორული ხელოვნების აკადემია

 

 

სპიკერი

თსუ-ის სტუდენტური თვითმმართველობის განათლებისა და მეცნიერების დეპარტამენტის ორგანიზებით ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე 16 ოქტომბერს გაიმართა პროექტი "სპიკერი". პროექტის გამარჯვებული გახდა იურიდიული ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამის I კურსის სტუდენტი თამარ ხუხია. გამარჯვებული გამოავლინა კომპეტენტურმა ჟიურიმ. ყველა მონაწილეს გადაეცა სერტიფიკატი, ასევე რეიტინგულ სამ მონაწილეს სპონსორების მიერ დაწესებული პრიზები.

          

 

 

 

14 მაისს საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა შეჯიბრი ორატორულ ხელოვნებაში. კონკურსში სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის 11-მა სტუდენტმა მიიღო მონაწილეობა. ახალგაზრდებმა მოამზადეს და წარმოადგინეს 5 წუთიანი გამოსვლები სხვადასხვა აქტუალურ თემებზე.

მონაწილეები შეაფასა კომპეტენტურმა ჟიურიმ :

ორატორული ხელოვნების აკადემიის დირექტორი  დავით ჩომახაშვილი;

ტელეკომპანია იმედის გადაცემაიმედის გმირები"- ავტორი და ჟურნალისტი გოდერძი შარაშია

ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის ახალგაზრდულ ორგანიზაციებთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსი ქეთი მაჭარაშვილი