Oratori.ge - ორატორული ხელოვნების აკადემია

ორატორული ხელოვნების აკადემია  მსურველებს იწვევს ორატორული ხელოვნების შესასწავლად. ისწავლება შემდეგი საგნები: მეტყველება, ფსიქოლოგია, ორატორული ხელოვნება.
შეისწავლება: პოლიტიკური, სასამართლო, აკადემიური, სამხედრო, სამქადაგებლო და საზეიმო მჭევრმეტყველება.

     ბჭევრმეტყველება არის ზეპირი მეტყველების უმაღლესი სახე, რომელსაც განსაზღვრავს კაზმული ფორმით გამოხატული ღირსშესანიშნავი შინაარსის გამომეტყველი წარმოთქმა მსმენელთა დასარწმუნებლად. 
     
     სწავლება მოიცავს შემდეგ თემებს:
  • ზეპირმეტყველების უნიკალური კულტურული ნიმუშები და მათი ძირითადი თავისებურებანი, ღია საჯარო გამოსვლების წარმართვის ხერხები და მეთოდები, მსმენელზე ზეგავლენის მოხდენის ეფექტური ინტონაციები და ტექსტოლოგიური გამოსახულებები;
  • მხატვრული ლიტერატურული მაღალფარდოვნებისა და სისადავის კონტრასტული კომპონენტები, ენის სისხარტისა და ლაკონურობის გამომუშავების ტექნოლოგიები;
  • ერისტიკის გამოყენების წესები და ოპტიმალური გამომუშავების ტექნოლოგიები;
  • ერისტიკის გამოყენების წესები და ოპტიმალური გავრცელების დიაპაზონი;
  • კამათსა და პოლემიკაში წარმატების მიღწევის ფორმალურ ლოგიკური გარანტიები;
  • ტრადიციული სოფიზმების კლასიკური ნიმუშები და მათი განახლებული ვარიანტები;
     სწავლა წარმოებს როგორც ჯგუფური, ისე ინდივიდუალური მეთოდით, კვირაში ოთხჯერ. ჯგუფურ მეცადინეობაზე დასწრება სავალდებულოა, ინდივიდუალურზე ნებაყოფლობითი.                                                             სწავლება გამიზნულია მოსწავლეების, სტუდენტების, საჯარო, ასევე კერძო თუ არასამთავრობო სექტორში დასქმებულ ადამიანთა პროფესიული დონის ამაღლებისთვის.
     ასევე შესაძლებელია საჯაროდ გამოსასვლელი (პოლიტიკური, სასამართლო, ჟურნალისტური, სამქადაგებლო, აკადემიური, სამხედრო, სამგლოვიარო, საზეიმო) ტექსტის მომზადება.                                                                                                  
     სწავლის ხანგრძლივობაა  1 თვე.
     სწავლის ხანგრძლივობაა  3 თვე.
     სწავლის ხანგრძლივობაა. 6 თვე.
     სწავლის ხანგრძლივობაა  1 სასწავლო წელი (9 თვე).
     სწავლის ხანგრძლივობაა  2 სასწავლო წელი (18 თვე). 
     
     გაიცემა სერთიფიკატი.

      სტუდენტის ან კურსდამთავრებულის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე აკადემიური საბჭო გასცემს რეკომენდაცია-დახასიათებას საჯარო ან კერძო სექტორში წარსადგენად.

 
მიმდინარეობს მსურველთა მიღება.